ნიკა თეთრუაშვილი
UX / UI დიზაინის ლექტორი
ნიკა თეთრუაშვილი
ბიოგრაფია

ნიკა თეთრუაშვილი არის UI/UX დიზაინერი ამ სფეროში 5 წლიანი გამოცდილებით. მისი კარიერა დაიწყო, საქართველოს ბანკის შვილობილ კომპანია “Digital Area”-ში, სადაც გაყიდვების მენეჯერად მუშაობდა. სწორედ მაშინ დაინტერესდა დიზაინით და  Adobe XD-ს სწავლა დაიწყო.

ნიკამ მონაწილეობა მიიღო აკადემიის კონკურსში და პირველი ადგილი დაიკავა, რამაც მას შესაძლებლობა მისცა, უფასოდ გაევლო UI/UX დიდაინის კურსი. კურსის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა, რომ დიზაინი მისი მთავარი პრიორიტეტი ყოფილიყო, და Junior დიზაინერის რანგში დაიწყო მუშაობა უძრავი ქონების Marketplace-ის რედიზაინზე  პროექტის მენეჯერთან და პროდუქტის მფლობელთან ერთად.

შემდეგ ნიკას მოუვიდა ნიუ-იორკიდან Part-time სამუშაოს შეთავაზება, სადაც უნდა შეექმნათ კომფორტული AI Chatbot Dashboard, რომელიც ბიზნესებს რეგისტრაციის, ფაილების ატვირთვისა და Chatbot-ის შექმნის შესაძლებლობას მისცემდა. ამ პერიოდში ნიკას ბევრი შეთავაზება ჰქონდა როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიებისგან, თუმცა ის ძირითადად ფრილანს პროექტებზე მუშაობდა, რაც მის უნარებს კიდევ უფრო ანვითარებდა.

ამის მერე გახდა Full-Time ფრილანსერი და ბევრ დიდ პროექტზე მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობდა უამრავ კომპანიასთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სახლიდან გაუსვლელად. დღესდღეობით, ნიკა აქტიურად მუშაობს ლატვიიდან, ჰოლანდიიდან, ნიუ-იორკიდან და ბაზისბანკიდან მიღებულ დიდ პროექტებზე.

ამ ეტაპზე ნიკას სურს თავისი ცოდნა სტუდენტებს გაუზიაროს, რათა ეს ზოგიერთი მათგანისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს, დანარჩენებისთვის კი ახალი პროფესია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, ისევე როგორც მას შეუვალა.

 

 

ლექტორის კურსები
UX / UI დიზაინის კურსი
ico დარჩენილია 10 ადგილი
ნიკა თეთრუაშვილი
cal 02 აპრილიდან
UX / UI დიზაინის კურსი
16 ლექციისგან განმავლობაში შეისწავლით UI/UX-ის მნიშვნელობას ბიზნესისთვის, დიზაინ პროცესების სწორად დაგეგმარებას, კლიენტების მოძიებასა და კომუნიკაციას, მომხმარებლისთვის კომფორტული და მიმზიდველი ინტერფეისების შექმნას.
1200 ₾600 ₾
ვრცლად