პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები შეეხება შპს ფოსტერ აკადემიის ვებ-გვერდზე დარეგისტრირებულ სტუნდეტსა და აკადემიას შორის არსებულ  ურთიერთობას.

 

წინამდებარე წესებითა და პირობებით:

 

1.1 სტუდენტი :

      1. მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია აკადემიის კურსებისა და ვებ-გვერდის მოქმედებისა და მიზნების შესახებ.
      2. აირჩიოს აკადემიის მიერ შემოთავაზებული კურსები, დადოს შესაბამისი ხელშეკრულება და თანხის გადახდის საფუძველზე მიიღოს მომსახურება;
      3. თანაბარ პირობებში კურსზე დარეგისტრირების შემთხვევაში  ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური  და სხვა საშუალებებით;
      4. მიიღოს აკადემიაში მასზე არსებული ყველა სახის ინფორმაცია კანონმდებლობით და დგენილი წესით, ფორმითა და ვადებში;
      5. გაასაჩივროს აკადემიის აკადემიური, ადმინისტრაციული ან სხვა პერსონალის ქმედება თუ თვლის, რომ ამ ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები;
      6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ინფორმაცია აკადემიის  საქმიანობის შესახებ.
      7. მოითხოვოს საკუთარი პენრსონალური მონაცემების შეგროვებაზე, შენახვაზე, დამუშავებაზე ინფორმაცია ან მოითხოვოს საკუთარი პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის შეწყვეტა და მათი წაშლა, დაბლოკვა, განადგურება.
      8. გაეცნოს მზა ჩანაწერების პოლიტიკას და უარი განაცხადოს მზა ჩანაწერების პოლიტიკით განსაზღვრული მონაცემთა შეგროვებაზე, დამუშავებასა და შენახვაზე.
      9. გამოიყენოს საქართველოს კანონით “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”  განსაზღვრული  უფლებები.
      10. აკადემიის ვებ-გვერდი გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ ამავე პლათფორმით  განსაზღვრული მიზნებისათვის.
      11. სტუდენტი თანახმაა, რომ ეფექტური და სწრაფი კომუნიკაციის მიზნით, აკადემიამ სიახლეების მიწოდება და სარეკლამო შეტყობინებების (პირდაპირი მარკეტინგი) გაგზავნა განახორციელოს სტუდენტის ელ-ფოსტაზე და ტელეფონის ნომერზე/ნომრებზე.
      12. სტუდენტი ნებისმიერ დროს უფლებამოსილია უარი განაცხადოს სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე.
    1. აკადემია :
      1. შესთავაზოს სტუდენტს და დაგეგმოს სასწავლო პროცესი, საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად, განსაზღვროს აკადემიური აქტივობების ვადები;
      2. აღკვეთოს იმ სტუდენტთა ქმედება, რომელიც ხელს უშლის მესამე პირებს საკუთარი უფლებების რეალიზებაში, განათლების მიღებაში;
      3. განსაზღვროს სტუდენტის სასწავლო საქმიანობის, ეთიკისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის წესები;
      4. მოსთხოვოს სტუდენტს აკადემიის ღირსებისა და პრესტიჟის დაცვა;
      5. მიაწოდოს სტუდენტს ინფორმაცია სასწავლო კურსის ჩატარების ცხრილის შესახებ;
      6. უზრუნველყოს საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა კურსის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად;
      7. უზრუნველყოს სტუდენტის პერსონალური ინფორმაციის დაცვა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
      8. კანონით განსაზღვრული შემთხვევის გარდა, არ გადასცეს მესამე პირებს სტუდენტის პერსონაცული ინფორმაცია, დაიცვას ის და დაამუშაოს, შეინახოს განსაზღვრული პირობების მიხედვით;
      9. სტუდენტის პერსონალური მონაცემები შეინახოს არაუმეტეს სამი წლის ვადით და კანონით განსაზღვრული წესით მოახდინოს მისი განადგურება, წაშლა  ვებ გვერდის ბაზებიდან.
      10. მოახდინოს სტუდენტის მოთხოვნის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ვადების დაცვით მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, ასევე მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს მათი დამუშავება.
      11. მზა ფაილების პოლიტიკის გათვალისწინებით დაამუშავოს სტუდენტის მონაცემები და განახორციელოს ამ პოლიტიკით განსაზღვრული მოქმედებები.
      12. უზრუნველყოს ვებ გვერდის გამართულად ფუნქციონირება გონივრულობის გათვალისწინებით და პასუხი არ აგოს ტექნიკურ, გაუთვალისწინებელ ხარვეზებზე.

 

1.3 წესებისა და პირობების ცვლილება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, აკადემია ვალდებულია ცვლილებების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია სტუდენტს და ხელახლა მოითხოვოს მისგან თანხმობა. თუ სტუდენტი არ გასცემს თანხმობას, აკადემია უფლებამოსილია უარი განუცხადოს სტუდენტს ვებ-გვერდზე რეგისტრაციაზე და წაშალოს მისი პირადი ანგარიში საიტიდან.

 

დაგვიკავშირდით:

 

თუ გაქვთ კითხვები და საჩივრები გთხოვთ დაკვიკაშირდით შემდეგი საშუალებების გამოყენებით - instagram: fosteracademy_

facebook: foster academy

 

შპს ფოსტერ აკადემია

საქართველო, თბილისი,

+995 551405555