სოფი შავიშვილი
ციფრული მარკეტინგის ლექტორი
სოფი შავიშვილი
ბიოგრაფია

სოფი შავიშვილის კარიერული მოგზაურობა საბანკო სფეროდან დაიწყო, 2 წლის შემდეგ კი გადაწყვიტა მარკეტინგში ეცადა ბედი და წარმატებასაც მალე მიაღწია. მას უმუშავია ისეთ სარეკლამო კომპანიებში, როგორიცაა Kraken, Maverik და Windfor’s. ამ კომპანიებში მას უმუშავია როგორც ქართულ წამყვან ბრენდებთან, ასევე ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე მოქმედ კომპანიებთან.

კარიერის განმავლობაში სოფის 20-ზე მეტი სხვადასხვა ბრენდის (სტარტაპებისა თუ წარმატებული კომპანიების) კამპანიაზე უმუშავია და აქვს გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამედიცინო მომსახურება, სპორტი და გასართობი ინდუსტრია, კვების ინდუსტრია, სასტუმრო ბიზნესი, სარემონტო და სამშენებლო სექტორი.

კურსი, რომელსაც სოფი გთავაზობთ, არასტანდარტულია. ის მაქსიმალურადაა დაფუძნებული პრაქტიკულ დავალებებსა და რეალურ ქეისებზე. სოც.მედიისა და ციფრული სტრატეგიის კურსზე თქვენ შეისწავლით, როგორ აქციოთ სტანდარტული ბიზნესი კონკურენტუნარიან ბრენდად ციფრულ სამყაროში. შეძლებთ სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებას, დაგეგმვას, ორგანიზებასა და ანალიზს.

კურსის ბოლოს, ლექტორი დაგეხმარებათ კარიერული რჩევებით, რომლებიც მოიცავს როგორც სამსახურის მოძიებას, ასევე პერსონალური ბრენდინგის განვითარებას. კურსის მიზანია, რომ კურსის დასრულების შემდეგ გქონდეთ თავდაჯერებულობა და შესაბამისი ცოდნა, ნებისმიერი პროექტის წარმატებით განსახორციელებლად.

ლექტორის კურსები
სოც.მედია და ციფრული სტრატეგია
ico იჩქარე
სოფი შავიშვილი
cal 28 ოქტომბრიდან
სოც.მედია და ციფრული სტრატეგია
ჩვენს მიერ შემუშავებულ სალექციო კურსზე თქვენ შეისწავლით ციფრული მარკეტინგისა და მისი ერთ-ერთი განხრის, სოციალური მედიის პრინციპებსა და საფუძვლებს!