თორნიკე ხაჭაპურიძის კარიერა ციფრული რეკლამის ინდუსტრიაში იწყება 2018 წლიდან, როდესაც მან სააგენტო Advertwise-ის ციფრული რეკლამის კურსი გაიარა და მალევე მიიღო შემოთავაზება კომპანია Betlive-სგან. თავდაპირველად მუშაობდა ბეთლაივის ქვე-ბრენდ belive-სთვის, ხოლო შემდეგ თითქმის სამი წლის განმავლობაში სრულად ბეთლაივში.
თორნიკეს უმუშავია არა-ერთ ქართულ თუ უცხოურ კომპანიასთან - Betlive, Social-boost, Making Science - Sweeft, Skillwill, Keepz და ა.შ.
ამჟამად, დასაქმებულია iGaming-ის ინდუსტრიაში საერთაშორისო ბაზარზე.
ასევე, თორნიკე არის თანა-დამფუძნებელი სტარტაპ კომპანია Coffeesea-ს. სწორედ ამ და სხვა პროექტის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ რეალურ პროექტებზე, დაგეგმონ და შეასრულონ ციფრული რეკლამის კამპანიები.
კურსის ფარგლებში თორნიკეს მიზანია სტუდენტებს გადასცეს დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება, შეუქმნას და მისცეს შესაძლებლობა გაიარონ ის გზა და მიიღონ მსგავსი შანსი, რომელიც თვითონ მიიღო რამდენიმე წლის წინ, რამაც სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება უკეთესობისკენ.