ირმა თოფურია
პროექტების მართვის ლექტორი
ირმა თოფურია
ბიოგრაფია

ირმა თოფურია - საერთაშორისო სერთიფიცირებული პროექტის მენეჯმენტის პროფესიონალი (PMP) 15 წელზე მეტი გამოცდილებით. 

ჩემი კარიერის განმავლობაში შევძელი სამუშაოს დაგროვება ისეთ წამყვან ინდუსტრიებში,  როგორიცაა სამშენებლო სფერო, ტურიზმი, მაღალტექნოლოგიური სისტემები, საერთაშორისო დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა დამენახა მრავალი პერსპექტივა და მესწავლა, რომ ერთი შეხედვით განსხვავებულ სფეროებშიც კი შესაძლებელია საერთო გადაკვეთის წერტილების პოვნა. მივხვდი, რომ მართვის მსგავსი ტექნიკების წარმატებით მორგება შესაძლებელია სხვადასხვა სამუშაო ნაკადებზე, რაც დიდ წარმატებას უზრუნველყოფს. 

პროექტის ციკლი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ამას ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა მცირე თუ დიდი პროექტებით - იქნება ეს პროფესიული თუ პირადი ცხოვრებიდან. პროექტის მართვის ცოდნა გვეხმარება, რომ უფრო ეფექტურად მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და დავძლიოთ სირთულეები.  ვფიქრობ, რომ ეს უნარი ნებისმიერი პროფესიის ადამიანს სჭირდება, რადგან ის უნივერსალურია და ნებისმიერ სიტუაციაში გამოგვადგება. 

ამ ეტაპზე განსაკუთრებულად მოტივირებული ვარ, რომ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო პროექტის მართვის კურსით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. ჩემი მიზანია, შევქმნა მენტორობის და განათლების ისეთი სივრცე, სადაც მონაწილეები შეძლებენ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას, არამედ პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებასაც. მჯერა, რომ რეალური ქეისების და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით, თითოეული მონაწილე შეძლებს, სიღრმისეული ცოდნის მიღებას სამომავლო კარიერული წარმატებისთვის.


 
ლექტორის კურსები