გიორგი თურქაძის კარიერა მარკეტინგის სფეროში იწყება კომპანია გორგიადან, სადაც ის იყო სოციალური მედია მენეჯერი. გიორგის დიდი წვლილი მიუძღვის კომპანიის ბოლო წლების ტრანსფორმაციის პროცესში და, სწორედ ამიტომ, 2023 წლიდან 2024 წლის ბოლომდე ის ხელმძღვანელობდა კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტს. მარკეტინგთან ერთად, გიორგის აქვს მრავალმხრივი გამოცდილება გაყიდვების, ტურიზმის და არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობის, რაც მისი საქმიანობის ერთგვარ შტრიხებს ქმნის.
აკადემიური კუთხით, გიორგი მარკეტინგის მიმართულებით სწავლობდა ილიაუნიში, გრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) და ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, რაც სტრატეგიული მარკეტინგის კურსს პრაქტიკულთან ერთად თეორიული ცოდნითაც ამდიდრებს.
ამჟამად გიორგი არის სტრატეგიული მარკეტინგის ლექტორი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში და მუშაობს B2B კომპანია BMS-ში ისეთი საერთაშორისო ბრენდების განვითარებაზე, როგორებიცაა Frosch, Vileda, Pasta Reggia, Basso, Wilkinson, Trolli და სხვა. ამასთან, ის მოღვაწეობს ერთ-ერთ საერთაშორისო კლინიკაში ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით, რაც მის გამოცდილებას უფრო მრავალმხრივს ხდის.
კურსის ფარგლებში, გიორგის მიზანია, დაინტერესებულმა ადამიანებმა განავითარონ მარკეტინგის სტრატეგიული ხედვა, მიიღონ ინსპირაცია, გაიზიარონ გამოცდილება და გადადგან პირველი ნაბიჯი მარკეტინგის ინდუსტრიაში. ცხადია, მან იცის, რომ ვერცერთი კურსით მარკეტინგს ვერ ისწავლი, თუმცა, როგორ უნდა ისწავლო მარკეტინგი და რა მიმართულებით განვითარდე, ამის სწავლა სავსებით არის შესაძლებელი.
ლექტორის კურსები
დარჩენილია 7 ადგილი
გიორგი თურქაძე
13 მაისიდან
მარკეტინგის მენეჯმენტი
კურსის ფარგლებში, გაიგებ, თუ რამდენად მრავალფეროვანია მარკეტერის ყოველდღიური სამუშაო გარემო რეალობაში და გაერკვევი, რა უნდა იცოდე იმისთვის, რათა გახდე წარმატებული მარკეტერი.