თინათინ იმერლიშვილი
PR-ის საფუძვლების ლექტორი
თინათინ იმერლიშვილი
ბიოგრაფია

თინათინ იმერლიშვილი ბაკალავრის ხარისხით სოციოლოგია. უნივერსიტეტისდასრულების შემდეგ გადაწყვიტა პროფესიის დავიწროება და სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციფიკის გაცნობა. Covid19 პანდემიის პერიოდში დააფუძნა კომპანია “Happy Moments”, რომელსაც უამრავი წარმატებული ქეისი უკავშირდება.

პრაქტიკული გამოცდილებების და ამ სფეროში ძალების მოსინჯვის შემდეგ ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე - საზოგადოებასთან ურთიერთობა, რა დროსაც მიიღო თეორიული ცოდნა და კვალიფიკაცია აიმაღლა.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ საგანმანათლებლო პროექტში, როგორც ქვეყნის გარეთ ასევე მის ფარგლებში. ის არის სტრატეგიულ კომუნიკაციებში პირველი საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმის „თბილისის პიარის დღეები“-ს თანადამფუძნებელი. 

2023 წლიდან დღემდე თინათინ იმერლიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურის მოწვეული ლექტორია და კითხულობს საგანს - PR კამპანიების მენეჯმენტი.

ამ ეტაპისათვის ის ასევე არის საგანმანათლებლო სასწავლებლის „Lingvo Academy“-ის კომუნიკაციების მენეჯერი და FMCG სექტორში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიის „დიპლომატ ჯორჯია“-ს მარკეტინგის გუნდის წევრი.

მას უმუშავია სხვადასხვა სფეროს საკონსულტაციო სააგენტოებთან და ისეთბრენდებთან, როგორიცაა: Procter & Gambel, Wella, Badagoni და სხვ. 

მისი სამსახურებრივი გამოცდილება ჯამში 11 წელს მეტს ითვლის. 

Foster აკადემიაში თინათინ იმერლიშვილი წაიკითხავს საავტორო კურსს PR-ის საფუძვლები და სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად ძალიან საინტერესო პრაქტიკულ ქეისებს გაუზიარებს.

ლექტორის კურსები
PR-ის საფუძვლები
ico იჩქარე
თინათინ იმერლიშვილი
cal 28 ოქტომბრიდან
PR-ის საფუძვლები
კურსის განმავლობაში სტუდენტი ისწავლის რატომ არის მნიშვნელოვანი და საჭირო პიარი ორგანიზაციის წარმატებისათვის, როგორ გახდეს PR-ის სპეციალისტი და მიიღებს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას.
1500 ₾750 ₾
ვრცლად